თურქეთის ნაციონალურმა ავიაგადამზიდავმა ყურბან-ბაირამის სადღესასწაულო დღეებში 15 048 რეისი განახორციელა.
ავიაკომპანია Turkish Airlines-ი (THY) 9 დღის განმავლობაში 2.34 მლნ. მგზავრს მოემსახურა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია Twitter-ის მიკრო-ბლოგზე ავიაკომპანიის პრესსპიკერმა აიახია უსტუინმა განათავსა.
„თურქეთის ნაციონალურმა ავიაგადამზიდავმა, სადღესასწაულო დღეებში 15 048 რეისი განახორციელა. ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ ჩვენი თანამოქალაქეებისათვის სარგებელი მოგვაქვს“, დაწერა უსტუინმა.