ავიაკომპანია Myway Airline-ი, ზამთრის სანავიგაციო პერიოდში, თელ-ავივის მიმართულებით ფრენების სიხშირეს ზრდის. ავიაკომპანიის ინფორმაციით, 31 ოქტომბრიდან Myway Airlines-ი თბილისი-თელ-ავივი-თბილისის მიმართულებით კვირაში 3 სიხშირის ნაცვლად, 4 სიხშირით იფრენს.

Myway Airlines-ში განმარტავენ, რომ ფრენები ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათს და კვირას შესრულდება. ორმხრივი ავიაბილეთის ღირებულება კი 450 ლარიდანაა. ტარიფი მოიცავს აეროპორტის მოსაკრებელს, ხელბარგს, 35 კგ ჩასაბარებელ ბარგს და ასევე კვებას.

შეგახსენებთ, რომ Myway Airlines-მა თბილისი-თელ-ავივი-თბილისის მარშრუტზე ოპერირება 26 ივნისიდან დაიწყო.