აეროპორტმა “სტამბოლმა” რამდენიმე საათიანი გაჩერების შემდეგ მუშაობა განაახლა. აეროპორტის ინფრასტრუქტურა თოვლის საფარისგან ინტენსიურად სუფთავდება, თუმცა მიუხედავად ამისა ის ყველა რეისის მომსახურებას ვერ ახერხებს.

“სტამბოლიდან” თბილისის მიმართულებით წუხელ 2 რეისი იყო დაგეგმილი, რომელიც გაუქმდა. როგორც ცნობილია აეროპორტ “სტამბოლიდან” თბილისის მიმართულებით ფრენებს ავიაკომპანია Turkish Airlines-ი ასრულებს.

როგორც AviaNews-ს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველ კომპანია TAV Georgia-ში განუცხადეს, ღამით სტამბოლი-თბილისი-სტამბოლის საჰაერო ხაზზე განრიგის მიხედვით უნდა შესრულებულიყო 4 რეისი, რომელთაგან 2 აეროპორტ “სტამბოლიდან” იყო დაგეგმილი, ხოლო 2-იც საბიჰა გოგჩენის აეროპორტიდან. სტამბოლში რთული მეტეოროლოგიური პირობების ფონზე კი თბილისის მიმართულებით ფრენა მხოლოდ საბიჰა გოგჩენის აეროპორტიდან განხორციელა. სულ შესრულდა ორი რეისი, რომელსაც Turkish Airlines-ი და Pegasus Airlines-ი მოემსახურნენ.