პოლონური ავიაკომპანია LOT Polish Airlines-ის თვითმფრინავმა, რომელიც ვარშავა-ბრიუსელის რეისს ასრულებდა და რომლის ბორტზეც ევროპარლამენტარები იმყოფებოდნენ, სალონის ჰერმეტულობის დარღვევის გამო, დიუსელდორფში ავარიული დაშვება განახორციელა.

“ჩვენ დავეშვით დიუსელდორფის აეროპორტში. LOT თვითმფრინავში ვარშავიდან ბრიუსელამდე ჰერმეტულობის დარღვევა მოხდა. სიტუაცია დრამატულად გამოიყურებოდა, მაგრამ მისი კონტროლის ქვეშ მოექცა მოხერხდა. ბრავო ეკიპაჟს”, – წერს ევროპარლამენტარი რობერტ ბიდრონი Twitter-ზე.

”ეს იყო ცუდი ფრენა ბევრი საშიშროებით და შიშით”, – თქვა ევროპარლამენტის წევრმა ელჟბიეტა ლუკაჩიევსკამ. ბორტზე ასევე იმყოფებოდა პოლონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ევა კოპაჩი. ”ავარიული დაშვება წარმატებით დასრულდა”, – თქვა მან.

საბოლოოდ კი ავიაკომპანიამ დაადასტურა Embraer E195-ის დაზიანება. LOT-ის სპიკერმა კშიშტოფ მოჩულსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „თვითმფრინავი ნორმალურ რეჟიმში დაეშვა“. „გერმანიის თავზე ფრენის დროს დაფიქსირდა ჰერმეტულობის დარღვევა, რის გამოც პილოტი იძულებული გახდა დაშვებულიყო“, – განაცხადა მან.

მგზავრები ბრიუსელში სხვა თვითმფრინავით გაფრინდნენ.