საბერძნეთმა საქართველო, კანადა და ტუნისი უსაფრთხო ქვეყნების სიიდან ამოიღო. ამის შესახებ ბერძნული მედია-საშუალებები იუწყებიან, მათ შორის gtp.gr.
არაევროკავშირის ქვეყნებიდან ნეგატიური PCR-ტესტით საბერძნეთში მხოლოდ 11 ქვეყნის მოქალაქეებს დაუშვებენ (სინგაპური, ავსტრალია, იაპონია, ახალი ზელანდია, რუანდა, სამხრეთ კორეა, ტაილანდი, ურუგვაი და არაბთა გაერთიანებული საამიროები).
მედიის ცნობით, კორონავირუსის პანდემიის გამო ქვეყანაში შემოღებული შეზღუდვები 6 და 8 ნოემბრამდე გახანგრძილვდა. მაგალითად, 8 ნოემბრამდე იქნება ძალაში აკრძალვა ფრენებზე საბერძნეთსა და თურქეთს, საბერძნეთსა და ესპანეთის კატალონიის რეგიონს შორის. ალბანეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან ავიამიმოსვლა კვლავ მხოლოდ ათენის საერთაშორისო აეროპორტიდან განხორციელდება.