ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს მოქალაქეების შესვლა იზღუდება. როგორც ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩო იტყობინება, 27 ოქტომბრიდან ძალაში შევიდა ნიდერლანდების სამეფოს მთავრობის გადაწყვეტილება საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირების ნიდერლანდებში შესვლის აკრძალვის შესახებ.

“გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ გამონაკლისის სახით, ნიდერლანდებში მოგზაურობა კვლავ შესაძლებელია იმ საქართველოს მოქალაქეთათვის, რომელთაც გააჩნიათ ნიდერლანდების, ევროკავშირის სხვა ქვეყნის, ან ნიდერლანდების მიერ მიჩნეული უსაფრთხო ქვეყნის ბინადრობის მოწმობა”, აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.

❗️გამონაკლისების სრული სიისათვის და დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ბმულს: http://netherlands.mfa.gov.ge/default.aspx…