მსოფლიოს ყველა აეროპორტს, ვიზუალური სიგნალების საერთო წესები აქვს, რითაც სახმელეთო პერსონალი და მფრინავები ერთმანეთს “ესაუბრებიან”.

სწორედ მისი დახმარებით თვითმფრინავი ჩერდება, მეთაურს ეძლევა ბრძანება ძრავის გამორთვის ან გარე აღჭურვილობის მიერთების შესახებ.

საავიაციო ჟესტურ ენის ერთ-ერთი მთავარი ელემენტია მანათობელი კვერთხი. და ვიდრე აეროპორტების და ავიაკომპანიების უდიდესი ნაწილი ფრენების განხორციელების ნებართვის მოლოდონშია, თქვენ შეგიძლიათ სახლის პირობებში მიიღოთ ჟესტური სიგნალების გამოყენების პრაქტიკა, როგორც ერთ-ერთი მრავალფეროვანი გასართობი საქმიანობა კარანტინის პერიოდში.

ავიაკომპანია British Airways-მა საავიაციო ჟესტური ენისა ადაპტირება მოახდინა ახალ რეალობასთან და მსურველებს მისი სწავლის საშუალება მისცა. ამ “ენის” პრაქტიკაში გამოყენებაც შესაძლებელია. შესაძლებელია “საუბარი” მეზობელთან დისტანციურად. 

https://www.facebook.com/britishairways/posts/10159547500935830