ევროპის ერთ-ერთი სწრაფად მზარდ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია Wizz Air-ში 2023 წელსაც ავიასაწვავზე მაღალ ფასს პროგნოზირებენ. როგორც საქართველოში ვიზიდან მყოფმა
Wizz Air-ის ავიამიმართულებების განვითარების ოფიცერმა ეველინ ჟაკელმა განაცხადა, საავიაციო საწვავის ფასი მომდევნო წელსაც მაღალი დარჩება, თუმცა ავიაკომპანია შეეცდება, რომ ავიაბილეთებზე დაფალი ფასი შეინარჩუნოს.
„თუ ფასებს შეხედავთ, ნახავთ, რომ ის ბევრად ნაკლებია ნებისმიერ კონკურენტთან შედარებით. ჩვენ ვერ გავაკონტროლებთ საავიაციო საწვავის ფასს და მოველით, რომ მომდევნო წელსაც მაღალი დარჩება. რისი თქმაც შემიძლია დღეს არის ის, რომ დაახლოებით ვიცით, რა თანხა დაგვჭირდება საწვავზე და ამის გათვალისწინებით იქნება ბილეთის ფასიც. მეორე არის ის, რომ ქუთაისში მოგვყავს საჰაერო ხომალდი, რომელიც შედარებით მცირე საწვავს მოიხმარს.
ეს უპირატესობა გვაქვს ჩვენს კონკურენტებთან შედარებით და ამის გამოყენებას ვაპირებთ. ინფლაციის გავლენა ჩვენზეც იგრძნობა და იმუნიტეტი არ გვაქვს იმაზე, რაც გარშემო ხდება. თუმცა ერთგული ვრჩებით იმისა, რომ კიდევ შევთავაზოთ მომხმარებელს, შესაძლებლობის ფარგლებში, ყველაზე დაბალი ფასი ჩვენს კონკურენტებთან შედარებით. პრინციპში ეს ჩვენი მისიაც არის. კერძოდ, ის, რომ ადამიანებს მივცეთ რაც შეიძლება იაფად ფრენის შესაძლებლობა”, – განაცხადა ეველინ ჟაკელმა.