მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბრის განმავლობაში საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტმა 43,1 ათასი ტონა შეადგინა, რაც 37,7 ათასი ტონით ანუ 46,6%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (80,8 ათასი ტონა) შედარებით.

2020 წლის 9 თვის განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტის 79,3% (34,2 ათასი ტონა) განხორციელდა თურქმენეთიდან, 15,5% (6,7 ათასი ტონა) – თურქეთიდან, 5,1% (2,2 ათასი ტონა) – რუმინეთიდან, 0,1% (0,03 ათასი ტონა) – ეგვიპტიდან.