სექტემბერში უკრაინული ავიაკომპანია SkyUp Airlines-ი 168 400 მგზავრს მოემსახურა, საიდანაც უმეტესობას ანუ 138 700 მგზავრს ჩარტერული რეისებით, ხოლო 29 700 მგზავრს რეგულარული რეისებით მოემსახურა.

ავიაკომპანიის ინფორმაციით, SkyUp Airlines-მა სექტემბერში 1004 რეისი განახორციელა, საიდანაც რეისების 93%-ის დროის სრული სიზუსტით შეასრულა. ავიაგადამზიდავის მიერ სექტემბერში განხორციელებული რეისებიდან 772 ჩარტერული, ხოლო 232 რეგულარული რეისი იყო.

რაც შეეხება დატვირთულობის მაჩვენებლებს, სექტემბერში  SkyUp Airlines-ის დატვირთულობამ 88%-ი შეადგინა. სექტემბერში ავიაკომპანიამ 12,7 ტონა ტვრთსაც მოემსახურა. 

ცნობისათვის,  SkyUp Airlines-მა აგვისტოში 211 889 მგზავრი გადაიყვანა, საიდანაც 166 860 მგზავრს ჩარტერულ რეისებზე, ხოლო 45 029 მგზავრს რეგულარულ რეისებზე მოემსახურა.