იანვრის განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 9,2 ათასი ტონა, რაც 1,3 ათასი ტონით ანუ 16,4%-ით მეტია 2023 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (7,9 ათასი ტონა) შედარებით.
მათ შორის, მ/წლის იანვრის თვეში საავიაციო ნავთის იმპორტის 43,5% (4 ათასი ტონა) განხორციელდა საბერძნეთიდან, 40,2% (3,7 ათასი ტონა) – თურქეთიდან, 10,9% (1 ათასი ტონა) – თურქმენეთიდან, 5,4% (0,5 ათასი ტონა) – აზერბაიჯანიდან.