ივლისში იტალიაში ახალი სამგზავრო აეროპორტი გაიხსნება – ამალფის სანაპიროზე. ახალ აეროპორტს სამხედრო აეროპორტის ბაზაზე ხსნიან, რომელიც ქალაქ სალერნოდან 21 კილომეტრში მდებარეობს.

აეროპორტი 1926 წლიდან ფუნქციონირებდა, მაგრამ მხოლოდ 2007 წელს მიეცა კომერციული ფრენების მიღების უფლება. თუმცა აეროპორტმა დიდ დატვირთვას ვერ მიაღწია, რადგანაც იქ ოპერირება მხოლოდ ორმა პატარა ლოუქოსტერმა გადაწყვიტა.

2016 წელს აეროპორტი მთლიანად დაიხურა. მაგრამ ახლა ქვეყნის საავიაციო ხელისუფლებამ გადაწყვიტა ის ოპერირებაში დააბრუნოს. ეს ყველაფერი კი ნეაპოლის საერთაშორისო აეროპორტში საცობების მოსახსნელად კეთდება, რომელიც წელიწადში 10 მილიონზე მეტ მგზავრს იღებს.

საწყის ეტაპზე აეროპორტში ოპერირებას ესპანური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Volotea მოახდენს. ​სალერნოს აეროპორტში ავიაკომპანიას ოპერირებას ოთხი რეგულარული რეისით დაიწყებს: ნანტიდან, კალიარიდან, ვერონიდან და კატანიიდან. მოგვიანებით მარშრუტის პროგრამა გაფართოვდება. სამომავლოდ აეროპორტში სხვა გადამზიდველებიც მოიზიდავენ.

აეროპორტი გახსნისთვის ფაქტობრივად უკვე მზადაა, სადაც ასაფრენ/დასაფრენი ბილიკი გაფართოვდა. აეროპორტის გაფართოება მომდევნო წლებში გაგრძელდება. 2026-2027 წლებში დაგეგმილია ახალი ტერმინალის აშენება.