საავიაციო გზით საქართველოში გადაზიდული ტვირთების რაოდენობა მცირდება.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, 2018 წლის 9 თვეში გადაზიდული ტვირთების რაოდენობა 28%-ით არის შემცირებული 2017 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 18,9 მლნ კგ-ს შეადგენს.
ტვირთბრუნვა 2017 წლის 9 თვეში 26,46 მლნ კგ იყო, 2016 წლის 9 თვეში კი 22,25 მლნ კგ.
გადაზიდული ტვირთების მიხედვით 2018 წლის იანვარ-სექტემბერში ავიაკომპანია Rubystar-ი ლიდერობს.
რაც შეეხება ტოპ 3 სატვირთო ავიაკომპანიის მიერ გადაზიდული ტვირთების მაჩვენებელს წლების მიხედვით, ასე გამოიყურება:
წელი | ავიაკომპანია | გადაზიდული ტვირთის რაოდენობა (კგ) | სახეობა |
2016 | Rubystar | 9 543 197 | ტვირთი, ცოცხალი ცხოველები |
Etihad Airways | 2 943 283 | ტვირთი | |
Cargolux | 2 774 683 | ტვირთი | |
2017 | Bravo Air | 6 067 990 | ცოცხალი ცხოველები |
Rubystar | 6 037 579 | ტვირთი, ცოცხალი ცხოველები | |
Cargolux | 2 652 296 | ტვირთი | |
2018
(9 თვე) |
Rubystar | 3 238 702 | ტვირთი, ცოცხალი ცხოველები |
Etihad Airways | 2 713 424 | ტვირთი | |
Cargolux | 1 883 718 | ტვირთი |
გრაფიკი ადასტურებს, რომ ტვირთბრუნვა ამ სამი ავიაკომპანიის მაჩვენებლების მიხედვით, ძირითადად ცოცხალი ცხოველების გადაყვანის შემცირებით არის განპირობებული.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მოწოდებული სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, სულ 2016 წელს 34 065 259 კგ ტვირთია გადაზიდული, 2017 წელს 31 723 535 კგ.