საქართველო და ბელარუსი ავიარეისების ზრდაზე შეთანხმდნენ. საქართველოს ელჩმა ბელარუსში ვალერი კვარაცხელიამ ამ მიზნით ავიაკომპანია Belavia-ს მენეჯმენტთან შეხვედრები უკვე გამართა და სადაც მინსკი-ქუთაისის საეჰაერო ხაზზე ოპერირების საკითხი განიხილეს.

მხარეებმა შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს, არსებული განრიგის კორექტირებაზე და რიგი რეისების დღის საათებში განხორციელებაზე.

დღეისათვის Belavia მინსკიდან თბილისისა და ბათუმის მიმართულებით ასრულებს რეისებს, რომლებიც ღამის საათებში ხორციელდება.