ინდუსტრიის არც ერთ მოთამაშეს, მათ შორის არც მთავრობას, არც კაპიტალის ბაზარს და არც მედიას არ აქვს სურვილი თვალი გაუსწოროს გარდაუვალ რეალობას.
თუკი თქვენ ფიქრობთ, რომ “Skift-ის” (ტურიზმის ამერიკული საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალი) გამოთქმული მოსაზრებები მკაცრი და დაუნდობელი არის იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი ნელი ტემპებით მოხდება სამოგზაურო ინდუსტრიის აღდგენა, რომ ეს პანდემია უმნიშვნელოვანესი გარდატეხაა, რომლის მსგავსი თაობებს არ უნახავს, რომ მოგზაურობის პიკი შესაძლოა უკვე წარსულს ჩაბარდა, თუ რა დოზით შეიძლება მივიჩნიოთ მოთხოვნა სამუდამოდ დაკარგულად და თუ რა დრო დაჭირდება კოვიდამდელი სიტუაციის აღდგენას (შესაძლოა ეს იყოს ათწლეული, შესაძლოა ეს არც არასოდეს მოხდეს), მოუსმინეთ ამ 43 წუთიანი ვიდეოს.
ტრანსპორტის კონსულტანტი და ავიაციის რეკონსტრუქციის ესპერტი, ჰუბერტ ჰორანი ამ ვიდეოში Financial Times-ის რედაქტორთან, იზაბელა კამინსკასთან საუბრობს იმ ძირითად არასახარბიელო საკითხებზე, რომელიც სრულ ქაოსს გამოიწვევს ინდუსტრიაში და რომელთანაც გამკლავება ავიახაზებს პოსტ კორონავირუსულ სამყაროში მოუწევთ. ასევე, ვიდეოში საუბარია იმაზე, თუ რატომ ახდენენ ავიახაზების მმართველი პირები და ინვესტორები თვალსაჩინო გამოწვევების უგულველყოფას.
მთავარი გზავნილი: ავიახაზების ინდუსტრია თვალს არ უსწორებს გარდაუვალ კოლაფსს და მის გამომწვევ მიზეზებს.
ჰორანის უფრო სიღრმისეული ანალიზი მის ბლოგში, Naked Capitalism-შია ხელმისაწვდომი სადაც იგი ასევე საუბრობს არსებული სიტუაციიდან გამოსავალზე, რაც ავიახაზების ინდუსტრიის სრულ რეკონსტრუქციაზეა დაფუძნებული. თუმცა, მსოფლიოში და განსაკუთრებით აშშ-ში არსებული პოლიტიკური კლიმატიდან და ლიდერობის კრიზისიდან გამომდინარე, იგი ნაკლებად ოპტიმისტურადაა განწყობილი მსგავსი ნაბიჯების გადადგმის მიმართ.
„ინდუსტრია, კაპიტალის ბაზარი და ბიზნეს პრესა მიზანმიმართულად უგულველყოფს კოლაფსის რეალურ მასშტაბებს და იმ აბსურდული ნარატივების ტყვეობაში რჩება, რომელიც მოთხოვნის ყალბ, არადამაჯერებელ და სწრაფ აღდგენას უკავშირდება. ინდუსტრია და მთავრობის წევრები, რომლებიც უშუალოდ კრიზისთან გამკლავების პროცესში არიან ჩართულნი, ძალიან ვიწრო მიზნებზე არიან ფოკუსირებულები (მაგალითად: ინვესტორების ფინანსური ინტერესების დაცვა, მუშა ხელისთვის პირდაპირი სამთავრობო გადახდების შემცირება).
„ამ მხარეებს არანაირი ინტერესი არა აქვთ აღადგინონ და დაიცვან ავიამომსახურების სფეროში საზოგადოების ინტერესი და ასევე არ ითვალისწინებენ უფრო ფართო, რელევანტურ და ლეგიტიმურ ეკონომიკურ ინტერესებს. ამერიკის შეერთებულ შტატებში ფედერალური მთავრობა არ ამჟღავნებს ინდუსტრიის რეკონსტრუქციისთვის საჭირო კომპეტენციას, რომელიც ფოკუსირებული იქნება მთლიან ეკონომიკურ კეთილდღეობაზე“.
აღნიშნული სტატია განთავსებულია tourister.ge-ზე, ხოლო მომზდებულია Skift-ის მიხედვით.