ევროპის საავიაციო ბაზარზე ვითარება სწარფად უარესდება. EUROCONTROL-ის პროგნოზით, იანვარში ევროპაში ავიამიმოსვლა 64%-ით დაიკლებს 2019 წლის იმავე პერიოდთან შედარებით.
ბოლო პერიოდში კოვიდ სტატისტიკის გაუარესების საპასუხოდ ევროპის ქვეყნებმა სამოგზაურო რეგულაციები გაამკაცრეს, შესაბამისად საჰაერო მიმოსვლაზე მოთხოვნა შეამცირა. შედეგად ავიაკომპანიები იძულებულები არიან შეამცირონ ფრენის სიხშირეები.
„ცხადია, რომ თებერვალ-მარტში მგზავრთა გადაყვანები საგრძნობლად შემცირდება. რა თქმა უნდა ეს ტენდენცია არ ეხება სატვირთო რეისებსა და ბიზნეს ჩარტერებს. აპრილშიც სავარაუდოდ იგივე ტენდენცია შენარჩუნდება, თუ არ ჩავთვლით აღდგომის პერიოდში შესაძლო პოზიტიურ ძვრებს. ევროპაში ფრენების მხოლოდ 25-30%-ი შესრულდება, რაც დამანგრეველია ავიაციის ინდუსტრიისთვის. ეს არის სრული კატასტროფა ინდუსტრიისთვის, რომელიც უკვე მუხლმოდრეკილია”, აცხადებს EUROCONTROL-ის გენერალური დირექტორის იმონ ბრენანი
მისივე განმარტებით, პროგნოზის გაკეთება საკმაოდ რთულია. გონივრულია ველოდოთ, რომ ევროპის უმეტეს ქვეყანაში ეპიდვითარება გაუმჯობესდება და მოსახლეობის ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი აიცრება.
“საჰაერო მიმოსვლაზე მცირე პოზიტიურ ცვლილებებს მეორე კვარტალში ველოდებით, ზაფხულში კი ეს ტენდენცია უფრო ხელმოსაჭიდი იქნება. თუ ყველაფერი ჩვენი პროგნოზის მიხედვით განვითარდა, 2019 წლის ივნისთან შედარებით ფრენებით 55%-ით შემცირდება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ იმ შემთხვევაში თუ ეპიდვითარება გაუმჯობესდება მეორე კვარტალში, ნაკლებად სავარაუდოა რომ ქვეყნებმა რეგულაციები შეამსუბუქონ, რაც ფრენებზე მოთხოვნას შეამცირებს და იმის შესაძლებლობაც, რომ ზაფხულამდე ვითარება გაუმჯობესდეს ნაკლები იქნება. თუ ყველაფერი ამ სცენარით წარიმართება მაშინ ივნისში -70%-ი გვექნება”, – მიიჩნევს EUROCONTROL-ის ხელმძღვანელი.
სცენარი ა) ნაწილობრივი გაუმჯობესება მეორე კვარტალში: ევროპაში ვითარება უმჯობესდება, რაც ხელს უწყობს მოგზაურობასთან დაკავშირებული შეზღუდვების შემსუბუქებას.
სცენარი ბ). არანაირი გაუმჯობესება მეორე კვარტალში: ძალიან შეზღუდული გაუმჯობესება ან შეზღუდვების გაგრძელება, რომელიც ხელს შეუშლის საჰაერო მიმოსვლის სტატისტიკის გაუმჯობესებას მესამე კვარტლამდე.