ბალტიმორ ვაშინგტონის საერთაშორისო აეროპორტმა (BWI) საპილოტე ინოვაციური პროექტის დაწყების შესახებ განაცხადა, რომელიც ორიენტირებული იქნება, გამშვებ პუნქტებში სოციალური დისტანციის დაცვაზე.

პროექტის ტექნოლოგიურ მხარდაჭერას, მათ შორის ლაზერით გამოვლენას, მანძილის დიაპაზონის გამოთვლას და სპეციალურ პროგრამულ უზრუნველყოფას, აეროპორტის პარტნიორი კომპანია CrowdVision-ი უზრუნველყოფს.

ტექნოლოგიები საშუალებას იძლევა თვალყური ადევნოს, ანალიზი გააკეთოს და ინფორმაცია მიაწოდოს აეროპორტის სხვადასხვა წერტილებში ადამიანთა შორის დაშორებას და არსებულ მანძილს. სისტემა ასევე აეროპორტის ტერიტორიაზე მფოფთ აფრთხილებს სოციალური დისტანციის დარღვევის შესახებაც.

BWI–ს აღმასრულებელი დირექტორი რიკი სმიტი განმარტავს, რომ ინოვაცია უზრუნველყოფს რეალურ დროში აეროპორტის მგზავრთა ტრაფიკის მონაცემებს, რაც აეროპორტს საშუალებას აძლევს მგზავრთნაკადის მოსალოდნელ რაოდენობა განსაზღვროს და უზრუნველყოს ადამიანების დისტანცირება.