2019 წლის იანვარი-ნომებრის პერიოდის სტატისტიკური მონაცემები რომელსაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აქვეყნებს თვალსაჩინოდ აჩვენებს საქართველოსადმი გაზრდილ ინტერესს მსოფლიო სამოგზაურო ბაზარზე და მზარდ დინამიკას, აცხადებს ავიაციის სექტორის წარმომადგენელი თამუნა თანდაშვილი.
მისი განმარტებით, ის მრავალფეროვანი კამპანიები, აქტივობები, მოლაპარაკებების უწყვეტი პროცესი, რომელსაც კერძო და საჯარო სექტორი ერთობლივად ახორციელებს ნამდვილად ახდენს გავლენას პოზიტიურ სტატისტიკაზე.
“გაზრდილი კონკურენცია საავიაციო ბაზარზე სუსტ და არასტრატეგიული კომერციულო პოლიტიკის მქონე მოთამაშეებს თამაშის წესებს შეაცვლევინებს. საერთაშორისო ძლიერი ბრენდები კი ქვეყანას უფრო დიდი მაშტაბით უწევენ პოპულარიზაციას. ქვეყანას ყველანაირი პირობა აქვს შესთავაზოს პირდაპირი ფრენები, როგორც შედარებით მცირე დისტანციებზე, ასევე უფრო შორეულ მარშრუტებზე.
საქართველოს მიმართ ინტერესი არ ქრება მეზობელი ქვეყნებიდან და მიუხედავად იმისა რომ კვლავ ტრანზიტული გზებითა და სახმელეთო საშუალებებით უწყვეტად ფიქსირდება ნაკადები, არავითარი წინაღობა არ არსებობს საიმისოდ, რომ პირდაპირი რეისები არ აღდგეს”,- აცხადებს ავიაციის სექტორის წარმომადგენელი თამუნა თანდაშვილი.