რუსული ავიაკომპანია S7 Airlines-ი 5 ივნისიდან ნოვოსიბირსკიდან ბათუმის მიმართულებით, რეგულარულ ავიარეისებს იწყებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, რეისები კვირაში ერთი სიხშირით, ყოველ ოთხშაბათს განხორციელდება. რეისი ტოლმაჩევოს აეროპორტიდან ადგილობრივი დროით 10:20 საათზე განხორციელდება, ხოლო ბათუმიდან ფრენა ნოვოსიბირსკის მიმართულებით ადგილობრივი დროით 13:30 საათზე.
ავიაკომპანიაში აცხადებენ, რომ საქართველოს მიმართულებით ფრენებზე საკმაოდ დიდი მოთხოვნაა.
S7 Airlines-ი ნოვოსიბირსკი-ბათუმი-ნოვოსიბირსკის მარშრუტზე ოპერირებას Airbus A320neo-ს მეშვეობით განახორციელებს.