ეკატერინბურგსა და ბათუმს შორის, პირდაპირი, ყოველდღიური ავიარეისები დაინიშნება. კოლცოვოს აეროპორტის საგაზაფხულო განრიგში ბათუმის მიმართულება უკვე ჩასმულია და ცნობილია, რომ აღნიშნულ მარშრუტზე ფრენებს Ural Airlines-ი და Pobeda Airlines-ი განახორციელებენ.

Ural Airlines-ი ეკატერინბურგი-ბათუმი-ეკატერინბურგის მიმართულებაზე რეგულარულ რეისებს 4 ივნისიდან, კვირაში 3 სიხშირით, ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს განახორციელებს.

ხოლო, Pobeda Airlines-ი რეისების შესრულებას 7 ივნისიდან შეუდგება და რეისებს კვირაში 4 სიხშირით, ყოველ ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევსა და კვირას შეასრულებს.

აღნიშნულ მარშრუტზე ფრენები Airbus A320-სა და Boeing 737-800-ით განხორციელდება. ავიაკომპანიებმა ავიაბილეთების რეალიზაცია უკვე დაიწყეს. ფრენის ხანგრძლივობა 3.5 საათია.

კოლცოვოს აეროპორტში განმარტავენ, რომ აეროპორტიდან თბილისისა და ბათუმის მიმართულებით რეისებზე ძალიან დიდი მოთხოვნაა. 2018 წელს აღნიშნული აეროპორტიდან საქართველოს მიმართულებით მგზავრთნაკადმა 46 ათასი მგზავრი შეადგინა.