ირლანდიურმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Ryanair-მა განაცხადა, რომ გრძელვადიან გეგმაზე, რომელიც წელიწადში 200 მლნ მგზავრის გადაყვანას ითვალისწინებდა, Boeing 737 MAX-ების მიწოდებასთან დაკავიშირებული პრობლემების გამო, შესაძლოა 2 წლით გადაიწიოს. 

Ryanair-ი, რომელიც Boeing-ისთვის 737 MAX-ების ​ერთ-ერთი უმსხვილესი დამკვეთია იმედოვნებს, რომ შეკვეთილი 210 საჰაერო ხომალდიდან პირველი 55 ლაინერი ფრენას 2021 წლის ზაფხულიდან შეუდგება. ანუ ერთი წლის დაგვიანებით, ვიდრე აქამდე ვარაუდობდნენ. კომპანიაში მიაჩნიათ, რომ ამის შემდეგ მიწოდება წელიწადში სავარაუდოდ 50 თვითმფრინავი იქნება. 

Ryanair-ის ხელმძღვანელი მაიკლ ო ლირი ვარაუდობს, რომ Boeing-ის ტიპის საჰაერო ხომალდების მიწოდება შესაძლოა 2 წელზე გადანაწილდეს და ამ ფონზე წელიწადში 200 მლნ-იან მაჩვენებელს Ryanair-ი უკვე 2026 წლიდან მიაღწევს, ნაცვლად 2024 წლისა.