ირლანდიური “ლოუქოსტერის” Ryanair Holdings Plc-ის წმინდა მოგებამ 2019 წლის მესამე კვარტალში 88 მლნ ევრო ($98 მლნ) შეადგინა. ეს იმ ფონზე, როდესაც გასული წლის ანალოგიური პერიოდში კომპანიის ზარალი 66 მლნ ევროს შეადგენდა. 

კომპანიის ინფორმაციით, Ryanair-ის კვარტალური საოპერაციო შემოსავლები 21% -ით 1.91 მლრდ-მდე გაიზარდა.

ხოლო რაც შეეხება დამატებით შემოსავლებს, მათ შორის პრიორიტეტული ჩასხდომის გადასახადს 28%-ით გაიზარდა.

ავიაკომპანიაში განმარტავენ, რომ ფინანსური მაჩვენებლების გაუმჯობესება წინასწარმა გაყიდვებმა განაპირობა, რომელმაც ტავის მხრივ მოლოდინს გადააჭარბა.

ოქტომბერ-დეკემბერში Rianair-ი 35,9 მლნ მგზავრს მოემსახურა, რაც 6%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებლებთან შედარებით.

მთლიანი წლის განმავლობაში კი ავიაკომპანია 154 მლნ მგზავრის გადაყვანას პროგნოზირებს, რაც 8%-ით მეტია გასული წლის ფაქტობრივ მაჩვენებლებთან.