დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair რომელიც ქართულ ბაზარზე სულ ახლახანს შემოვიდა, ქუთაისის 5 საუკეთესო კაფეს სთავაზობს მომხმარებლებს.

ავიაკომპნიის ხუთეულში პირველ ადგილს ჩაის სახლი “ფოე-ფოე” ხსნის, შოთა რუსთაველის გამზირზე, რომელსაც ჩაისა და ყავის შესანიშნავი არჩევანი აქვს. “ტრადიციული ქართული სამზარეულო, ნამდვილად შესანიშნავი სადილის გამოცდილება, ზიხართ წიგნის თაროებს შორის და მიირთმევთ ალკოჰოლით ინსპირირებულ ჩაის, ისევე როგორც სახლის სპეციალურ წითელ ღვინოს დარიჩი ით. მდებარეობს ზუსტად ცენტრში, შესაბამისად, მარტივად მისასვლელია და მისი დეკორისა და ძველებური შარმის გათვალისწინებით, რთული არაა იმის მიხვედრა, თუ რატომ მოხვდა ის ხუთეულში” , – ასე აღწერა ავიაკომპანია “ფოე-ფოეს”.

ხუთეულის მეორე ადგილს ქუთაისის გარდენია იკავებს – “შესანიშნავი ადგილი, სადაც ზაფხულის ცხელი დღის გატარება შეგიძლიათ ქუთაისის გარდენია და მისი მდინარისპირა ტერასაა, რომელიც ადგილობრივებში მზის ამოსვლისას დიდი პოპულარობით სარგებლობს”, – აღწერს ავიაკომპანია. ევროპული, ქართული და აღმოსავლეთ ევროპული სამზარეულო ცივ ლუდთან ან ცივ ყავასთან ერთად. ვეგეტარიანელებისთვის მეგობრული გარემო.

მესამე ადგილს ტრადიციული ინტერიერის მქონე “ჩვენი კაფე” იკავებს, წმინდა ნინოს ქუჩაზე, სადაც იტალიური და ქართული სამზარეულოთი უმასპინძლდება მომხმარებლებს. Ryanair “ჩვენ კაფეში” მომხმარებელს ლობიანის დაგემოვნებას და ცოცხალი მუსიკის მოსმენას სთავაზობს ყოველ პარასკევს, შაბათსა და კვირას (9-11 საათი).

მეოთხე ადგილზე “კაფე ფლუე” (Café Fleur)არის, რომელიც წმინდა ნინოს #13-ში მდებარეობს. ფლუე შესანიშნავი ადგილია საუზმედ ომლეტის და კაპუჩინოს დაგემოვნებისთვის, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ის უფრო ადრე იხსნება, ვიდრე ქალაქის თითქმის ყველა სხვა კაფე.

მეხუთე პოზიციაზე კი ბარ რესტორანი პალატაა, პუშკინის 11 ნომერში. თუკი სახლის კომფორტს ეძებთ და შესანიშნავი ნამცხვრისა და ყავის დაგემოვნება გსურთ, პალატა საუკეთესო ადგილი. რომანტიული პირველი სართული, ყვავილებით მორთული აივნები, იასამნისფერი კედლები, ვინტაჟური ავეჯი, გიქმნით შთაბეჭდილებას, რომ “თოჯინის სახლში” მიირთმევთ. ბარ – რესტორანში ტრადიციული კერძების დიდი პორციებია.