ირლანდიურმა “ლოუქოსტერმა” Ryanair-მა უფასო ონლაინ რეგისტრაციის დრო შეამცირა. ადრე მოქმედი რეგულაციის მიხედვით, უფასო ონლაინ რეგისტრაცია რეისამდე 48 საათით ადრე იხსნებოდა და 2საათით ადრე იხურებოდა, დღეს მოქმედი რეგულაციით კი 24 საათით ადრე. 

2021 წლის 28 იანვრამდე შეძენილ ბილეთებზე, რეგისტრაციის ძველი დრო მოქმედებს, ხოლო 28 იანვრის შემდეგ შეძენილ ბილეთებზე კი ახალი წესები.

თუ მგზავრი ადგილის შერჩევის მომსახურებას იყიდის, რაც 4 ევროდანაა მაშინ მისთვის რეგისტრაცია რეისამდე 60 დღით ადრე იხსნება. 

თუმცა თუ კი მგზავრი Plus ან Flexi Plus-ის სატარიფო გეგმის ავიაბილეთებს შეიძენს, მაშინ მგზავრს შესაძლებლობა აქვს რეგისტრაცია (უფასო) აეროპორტშიც გაიაროს.