გრინვიჩის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) კვლევების მიხედვით, თვითმფრინავში COVID-19-ით ინფიცირების ალბათობა დადგინდა. კვლევების თანახმად, 12-საათიანი ფრენის დროს სიტუაციის ყველაზე არახელსაყრელი განვითარების შემთხვევაში, ეკონომკლასის მგზავრების 99,6%-იანი, ხოლო ბიზნესკლასის მგზავრების 50%-იანი ინფიცირების ალბათობა არსებობს.

უნივერსიტეტის კვლევების მათემატიკურ მოდელში გათვალისწინებულია ბიზნეს და ეკონომკლასების სალონებს შორის არსებული განსხვავება, თვითმფრინავის სავენტილაციო სისტემის სიმძლავრე, ერთი ინფიცირებულის მიერ COVID-19-ის გამოყოფა დროის კონკრეტულ მონაკვეთში და სხვა. 

ეკონომკლასით ორსაათიანი ფრენის დროს COVID-19-ით ინფიცირების მაქსიმალური ალბათობა 60,2%-ს შეადგენს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუ თვითმფრინავის სალონში 75 მგზავრი იმყოფება მაქსიმუმ 45 მგზავრი დაინფიცირდება. 

შედარებისთვის: ბიზნესკლასში ინფიცირების მაქსიმალური ალბათობა 10,9%-ია, ანუ დაინფიცირდება არაუმეტეს ხუთიდან ექვსამდე ადამიანი.

6 საათიანი ფრენის შემთხვევაში ინფექციის ალბათობა მნიშვნელოვნად იზრდება.