ირლანდიურმა „ლოუკოსტერმა“ Ryanair-მა ავსტრალიური ავიაკომპანია Laudamotion-ის 100%-იანი წილი იყიდა. Laudamotion-ი თავის დროზე „ფორმულა-1“-ის ჩემპიონის ნიკი ლუდას მიერაა დაფუძნებული.

მხარეებს შორის გარიგება 2018 წლის დეკემბერში შედგა.

აღსანიშნავია, რომ Ryanair-მა საწყის ეტაპზე Laudamotion-ის 25%-ი იყიდა, შემდგომ კი წილის ეტაპობრივი ზრდა მოახდინა.

Laudamotion-მა უკვე განაცხადა ფლოტის ზრდის შესახებ და ახალი თანამშრომლების აყვანაც დაიწყო.

ავიაკომპანიის გეგმაშია, რომ არსებულ მარშრუტებს კიდევ დაამატოს ახალი მიმართულებები და კომპანია კიდევ უფრო განვითარდეს.

U