იაპონური ავიაკომპანია ANA გეგმავს 48 ერთეული Boeing-ი და Airbus-ი შეიძინოს. ავიაპარკის შევსებაზე ავიაკომპანიის დირექტორატმა უკვე იმსჯელა და დადებითი გადაწყვეტილებაც მიიღო.

მთლიანობაში ANA-მ 30 ერთეული Boeing 737 MAX 8-სა და 18 ერთეული Airbus A320neo-ს შეძენა შეათანხმა. თვითმფრინავების მიწოდება კი 2021-2025 წლებში უნდა მოხდეს.

აღსანიშნავია, რომ ANA Holdings-ი Boeing-თან ლაინერების შეძენაზე უკვე აწარმოებს მოლაპარაკებებს, რომლის ბიუჯეტიც 3.5 მლრდ დოლარია. თუმცა ამ დროისათვის მხარეებს შორის საბოლოო შეთანხმება მიღწეული არ არის.