ევროპულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Ryanair-მა თავის ისტორიაში ერთდროულად 300 ერთეულ Boeing-ის კერძოდ კი Boeing 737 MAX 737-10-ზე გააკეთა შეკვეთა. აღნიშნული მოდელის თვითმფრინავები იქნება ყველაზე დიდი მასშტაბით ავიაკომპანიების ფლოტში.

გარიგების პირობების მიხედვით, რომელიც Boeing-მა გამოაცხადა, შეკვეთა ორ ნაწილად იყოფა. 150 თვითმფრინავის პირველი ნაწილი მტკიცე შეკვეთაა, დარჩენილი 150 ერთეული არის ოფცია, ე.ი. მომავალში შეძენის უფლებებით.

Boeing 737-10-ს, რომელსაც ადრე Boeing 737 MAX 10 ეძახდნენ 228 მგზავრის გადაყვანა შეუძლია, ხოლო დღეს Ryanair-ის მთავარი Boeing 737-800 თვითმფრინავი 189 ადამიანს იტევს.

150 ახალი ლაინერის დახმარებით, დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიას სურს შეცვალოს ნაკლებად ეფექტური საჰაერო ხომალდები საკუთარ ფლოტში, ხოლო დარჩენილი 150 თვითმფრინავით, გააფართოოს ფლოტი და 2034 წლამდე გაზარდოს მგზავრთა გადაყვანის მაჩვენებელი წელიწადში 300 მილიონამდე.

„ჩვენ ველით, რომ ეს ახალი, უფრო ეკონომიური თვითმფრინავი უზრუნველყოფს დამატებითი ხარჯების შემცირებას, რაც შეიძლება გადაეცეს მგზავრებს შემცირებული ტარიფის სახით“, – თქვა Ryanair Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკლ ო’ლირიმ.

აღსანიშნავია, რომ Boeing 737-10 ჯერ კიდევ სერტიფიცირებას გადის და Boeing-ს დამკვეთებისთვის ჯერ არც ერთი ერთეული არ მოუწოდებია.

Ryanair-ს ამ საჰაერო ხომალდების შეკვეთა ჯერ კიდევ 2021 წელს სურდა, მაგრამ გამოეთიშა 10 თვიან მოლაპარაკებებს, რადგან მაშინ მწარმოებელთან ფასზე ვერ შეთანხმდნენ.

Ryanair-ის ამჟამინდელი ფლოტი შედგება 189 ადგილიანი Boeing 737-800-ებისგან და ახალი 197 ადგილიანი Boeing 737 MAX-ებისგან.