European Schengen visa stamp in the passport

ქვეყნებს, რომლებიც არიან არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს (GCC) წევრები და ესენია: ბაჰრეინი, კატარი, ქუვეითი, საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და ომანი, – სურთ შექმნან შენგენის მსგავსი ერთი სავიზო ზონა. რაც მოგზაურებს საშუალებას მისცემს ალიანსის ქვეყნებში ერთი ვიზით მოინახულონ.

განცხადება ბაჰრეინის ტურიზმის მინისტრმა ფატიმა ალ საირაფიმ, არაბეთის გაერთიანებული საამიროების ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ აბდულა ალ სალეჰმა და საუდის არაბეთის ტურიზმის ორგანოს (STA) აღმასრულებელმა დირექტორმა ფაჰდ ჰამიდადინმა Arabian Travel Market (ATM) გამოფენაზე გააკეთეს.

„ჩვენი ძალისხმევა მიმართულია სპარსეთის ყურის ყველა ქვეყნის გაერთიანებისაკენ. 2022 წელს ჩვენ 9,9 მილიონ მოგზაურს ვუმასპინძლეთ. ამას ხელი შეუწყო ერთმა მთავარმა ინიციატივამ: ჩვენ დავიწყეთ ბაჰრეინის, როგორც ერთიანი დანიშნულების ადგილის პოპულარიზაცია სპარსეთის ყურის ქვეყნებთან“, – თქვა ალ საირაფიმ და დასძინა, რომ რეგიონის შესაძლებლობები “წარმოუდგენელი” იქნება, თუ საბჭოს ყველა ქვეყანა გააერთიანებს ძალებს ამ მიმართულებით.

ალიანსის წევრები ახლა ვიზების გაცემას სხვადასხვა გზით არეგულირებენ, რაც, ბ-ნი ჰამიდადინის თქმით, სავიზო პოლიტიკას „ბუნებრივად ართულებს“.