მსოფლიო სამგზავრო საჰაერო გადაზიდვების მოცულობა მარტში წლიური თვალსაზრისით 52,4%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაცია (IATA) ავრცელებს.

ამასთან, საერთაშორისო სამგზავრო საჰაერო გადაზიდვების მოცულობა მარტში წინა წელთან შედარებით 68,9%-ით გაიზარდა, შიდა – 34,1%-ით.

IATA-ს მონაცემებით, წლიური თვალსაზრისით ყველაზე ძლიერი ზრდა დაფიქსირდა აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში (+158,9%) და აფრიკაში (+66,1%). მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ახლო აღმოსავლეთში (+40,4%) და ევროპაში (+37%). ოდნავ სუსტი ზრდა დაფიქსირდა ჩრდილოეთ ამერიკაში (+16,9%) და ლათინურ ამერიკაში (+19,9%).

”კალენდარული წლის პირველი კვარტალი დასრულდა საჰაერო მოგზაურობის მოთხოვნის მკვეთრი ნოტით… ეს გამოწვეული იყო აზიის წყნარი ოკეანის გადამზიდავებზე მოთხოვნის თითქმის სამჯერ გაზრდით ჩინეთის ხელახალი გახსნის გამო… რაც მთავარია, ბილეთების გაყიდვა როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო ფრენებზე იძლევა ყველა საფუძველი იმის დასაჯერებლად, რომ ძლიერი ზრდა ზაფხულის სეზონზე გაგრძელდება ჩრდილოეთ ნახევარსფეროში“, – თქვა IATA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა უილი უოლშმა.