დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair-მა 2020 წელს ფინანსურ 1 მლრდ ევროს მოცულობის წმინდა მოგება მიიღო. ავიაკომპანიის 2020 ფინანსური წელი კი 31 მარტს დასრულდა. აღსანიშნავია, რომ Ryanair-ის 2020 ფინანსური წლის წმინდა მოგება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 13%-ითაა გაზრდილი.
საანგარიშო პერიოდში ავიაკომპანია 148.6 მლნ მგზავრს მოემსახურა, რაც 4%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილ მგზავრთნაკადათან შედარებით. არსებული მაჩვენებლები კი 5 მლნ მგზავრით ნაკლებია წლის დასაწყისში გაკეთებულ პროგნოზთან შედარებით.
ავიაკომპანიის მთლიანი შემოსავალი გასული წლის განმავლობაში გაიზარდა 10%-ით და შეადგინა 8.49 მილიარდი ევრო. ბილეთების გაყიდვიდან Ryanair-მა 5,56 მილიარდი ევრო (+ 6%) მიიღო, ხოლო დამატებითი მომსახურებიდან კი 2.93 მილიარდი ევრო (+ 20%).
2020 ფინანსურ წელს საშუალო ტარიფი 2% –ით გაიზარდა და 37 ევრო შეადგინა. დამატებითი სერვისების საფუძველზე, Ryanair- მა თითოეული მგზავრის თვალსაზრისით 20 ევრო გამოიმუშავა, რაც 16% -ით მეტია, ვიდრე ერთი წლით ადრე. თითოეული კლიენტისგან მთლიანი შემოსავალი 6% -ით გაიზარდა 57 ევრომდე.
2020 ფინანსურ წელს საშუალო ტარიფი 2%-ით გაიზარდა და 37 ევრო შეადგინა. დამატებითი მომსახურებების გაწევიდან Ryanair-მა წლის განმავლობაში თითო მგზავრიდან საშუალოდ 20 ევრო გამოიმუშავა, რაც 16%-ით მეტია გასული წლის მაჩვენებლებთან შედარებით. ასევე, თითოეული მგზავრიდან ავიაკომპანიამ 6%-ით მეტი შემოსავალი, ანუ დაახლოებით 57 ევრო მიიღო.