უნგრული ავიაკომპანია Wizz Air-ის თანამშრომლებმა ბუდაპეშტის საერთაშორისო აეროპორტში შთამბეჭდავი აქცია მოაწყვეს. ავიაკომპანიის ბორტგამყოლები ფლეშმობით შეეცადნენ მგზავრების განწყობა აემაღლებინათ და სიმღერებით და ცეკვებით მათ ეს მოახერხეს. 

არაჩვეულებრივი საცეკვაო მარში, რომელშიც Wizz Air-ის ბორტგამყოლები იყვნენ ჩართულნი საკმაოდ ენერგიული მუსიკით იყო გაჯერებული. ფლეშმობში მონაწილეობა დაახლოებით 50 ადამიანმა მიიღო.