ევროპის ერთ-ერთმა უმსხვილესმა „ლოუქოსტერმა“Ryanair-მა ისრაელის მიმართულებით ფრენების აღდგენა გაახანგრძლივა – ავიაკომპანიის ცნობით, ისრაელის მიმართულებით ფრენების დაწყება ოქტომბრის ბოლომდე არ იგეგმება.
ავიაკომპანიის ვებგვერდზე უახლოესი თარიღი, რომლისთვისაც შესაძლებელია ბილეთების დაჯავშნა, არის 27 ოქტომბერი. ხელმისაწვდომია ხუთი მიმართულება (21-დან): თელ-ავივში ბერლინიდან, ბუდაპეშტიდან, ვენიდან, რომიდან და პაფოსიდან. ფრენების დაწყება შეიძლება გადაიდოს, მაგრამ მხოლოდ ერთი პირობით: თუ გაიხსნება ტერმინალი 1 ბენ გურიონის აეროპორტში.
ევროპული და ამერიკული ავიაკომპანიების უმეტესობამ (მათ შორის Ryanair) ისრაელის მიმართულებით ფრენები2023 წლის ოქტომბერში შეაჩერა.
ავიაკომპანიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ფრენები „ბიუჯეტური“ ტერმინალის გახსნისთანავე აღდგება. თუმცა, როდის მოხდება ეს, ჯერჯერობით უცნობია.