ავიაკომპანია Georgian Airways-ი 20 აპრილიდან ისრაელში, თელ-ავივის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს განაახლებს.

კომპანიის ცნობით, პირდაპირი რეისები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ყოველდღე შესრულდება.

ერთი გზის ავიაბილეთის ღირებულება 140 ევროდან იწყება. ბილეთის სტანდარტულ ტარიფში შედის ჩასაბარებელი ბარგიც. ფრენები შესრულდება “ბოინგ 737-700“ და „ბოინგ 737-800“ ტიპის ავიახომალდებით, მგზავრებისთვის კომფორტულ დროს.

ავიაბილეთები ხელმისაწვდომია ავიაკომპანიის ვებ-საიტზე, გაყიდვების ოფისებსა და პარტნიორ სააგენტოებში