Ryanair-ის გამოკითხვაში რომელი ახალი მიმართულების არჩევას ისურვებდნენ მოგზაურები თბილისი პირველ ოთხეულშია.
იქნება თუ არა თბილისი ავიაკომპანიის 2020 წლის საუკეთესო მიმართულების გამარჯვებული ხვალ, 13 თებერვალს გაირკვევა. გამარჯვებულის ტიტულის მოპოვებას საქართველოს დედაქალაქს 3 ქალაქი ბარსელონა, მალიორკა და ლონდონი ეცილება.
კომპანიის გამოკითხვა 2020 წლის საუკეთესო მიმართულების შესარჩევად რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
გამოკითხვის შედეგად პირველ ეტაპზე 16 მიმართულება გამოვლინდა, შემდეგ მათი რაოდენობა 8-მდე შემცირდა. პირველ ეტაპზე თბილისმა რომი (71% 29%-ის წინააღმდეგ) და სანტორინი (70/30-ის წინააღმდეგ) ჩამოიტოვა უკან, მეოთხედფინალში კი პარიზი 20/80-ზე დაამარცხა.
ახლა არჩევანი მოგზაურებზეა და მათ მოუწევთ 2020 წლის საუკეთესო მიმართულების გამარჯვებულის ბედის გადაწყვეტა.
მთავარი ავიაკომპანიები Ryanair-ის გამოკითხვაში რომელი ახალი მიმართულების არჩევას ისურვებდნენ მოგზაურები, თბილისი ნახევარფინალშია – ფინალი კი...