“ლოუქსოტერმა” Ryanair-მა უახლოეს ხანებში შესაძლოა უკრაინაში 20 საჰაერო ხომალდის ბაზირება მოახდინოს. აღნიშნულის შესახებ განცხადება, გამოცემა fly4free-თან ავიაკომპანიის ხელმძღვანელმა მაიკლ ო’ლირიმ გააკეთა.
მანვე დასძინა, რომ ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ Ryanair-ის პოლონური შვილობილი ავიაკომპანია Buzz-ი უკრაინული ბაზების სავარაუდო ოპერატორი გახდება.
ცნობილია, რომ ოქტომბრის ბოლოსთვის Buzz-ის ავიაფლოტი 54 თვითმფრინავამდე გაიზრდება, რომელთაგან 46 ერთეული189 ადგილიანი Boeing 737-800 იქნება, ხოლო 8 ერთეული კი ახალი 197 ადგილიანი Boeing 737-8200.
რამდენიმე დღის წინ, ო’ლირიმ, ინვესტორებთან საუბრისას თქვა, რომ Ryanair მზად არის აწარმოოს აგრესიული გაფართოება უკრაინაში და შევიდეს ქვეყნის 12 აეროპორტში, თუკი ევროპასთან ავიაბილეთების ბაზარი ლიბერალიზდება.
”ერთი ბაზარი, რომლის ხაზგასმა მინდა, ეს არის უკრაინა. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ გავხდებით ძირითადი ინვესტორი უკრაინაში, როდესაც ქვეყანა ევროპის ღია ცის პოლიტიკას შეუერთდება” – თქვა ო’ლირიმ.
დღეისათვის Ryanair-ი უკრაინაში წარმოდგენილია ქვეყნის ხუთ აეროპორტში – ბორისპილში, ლვოვში, ოდესაში, ხერსონსა და ხარკოვში. ავიაკომპანიამ უკრაინის მიმართულებით რეგულარული ფრენები 2018 წელს დაიწყო, თუმცა ამ დროისათვის ქვეყანაში არც ერთი თვითმფრინავი არ ყავს ბაზირებული.