რამდენიმე თვიანი პაუზის შემდეგ ავიაკომპანია Brussels Airlines-ი უკრაინის ავიაბაზარს უბრუნდება. ცნობილი ხდება, რომ Lufthansa Group-ში შემავალი Brussels Airlines-ი ბრიუსელი-კიევი-ბრიუსელის საჰაერო ხაზზე ოპერირებას 16 დეკემბრიდან შეუდგება. Brussels Airlines-ი ​ბრიუსელსა და კიევს შორის ფრენებს კვირაში 2 სიხშირით განახორციელებს.

ავიაკომპანია ფრენებს ბორისპოლის საერთაშორისო აეროპორტში Airbus A319 და A320 ტიპის საჰაერო ხომალდებით განახორციელებს.

შეგახსენებთ, რომ Brussels Airlines-მა კიევის მიმართულებით რეისები 2019 წლის ნოემბრიდან შეაჩერა, მიზეზად კი მიმართულებების ოპტიმიზაცია დაასახელა.