დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებითა და საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ჩართულობით, აეროპორტების თანამშრომლებთან ვაქცინაციასთან დაკავშირებით ონლაინ-შეხვედრა გამართა.

შეხვედრას ონლაინ რეჟიმში საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ცენტრალური ოფისის, ასევე ქუთაისის, მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტების თანამშრომლები ესწრებოდნენ. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი და საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი თამარ არჩუაძე. ამირან გამყრელიზის განცხადებით, საქართველოს აეროპორტები არის ქვეყნის მთავარი საჰაერო კარიბჭე. ამიტომ თანამშრომელთა ვაქცინაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ვაქცინაციის როლს კოვიდ პანდემიასთან ბრძოლაში და ხაზი გაესვა, რომ იმუნიზაციაა ამ ეტაპზე, პანდემიის დასრულების ერთადერთი საშუალებაა. აეროპორტებში მასობრივი ვაქცინაცია აქტიურად მიმდინარეობს. ამირან გამყრელიძემ მადლობა გადაუხადა იმ თანამშრომლებს, რომლებმაც მაღალი საზოგადოებრივი თვითშეგნება გამოიჩინეს და სრულად ვაქცინირებულები არიან.

ENHANCE_NONE