იტალიის კონკურენციის უწყებამ დაიწყო მოკვლევა Ryanair DAC-ის მიერ დომინანტური მდგომარეობის სავარაუდო ბოროტად გამოყენების ფაქტთან დაკავშირებით, პირველი ავიაკომპანია იტალიაში, რომელიც სთავაზობს მგზავრებს გეგმურ საჰაერო ტრანსპორტირებას ეროვნულ ფრენებზე და ფრენებზე იტალიიდან და იტალიის მიმართულებით.
უწყების ცნობით, Ryanair DAC იყენებს თავის დომინანტურ მდგომარეობას საჰაერო ტრანსპორტის სექტორის რამდენიმე ბაზარზე, რათა გააფართოოს თავისი საბაზრო ძალაუფლება სხვა ტურისტული სერვისების შეთავაზებაზეც (როგორიცაა სასტუმროები და მანქანის დაქირავება), რაც ზიანს აყენებს ტურისტულ სააგენტოებს.
კერძოდ, ერთი მხრივ, Ryanair, როგორც ჩანს, აფერხებს ტურისტულ სააგენტოებს ავიაბილეთების პირდაპირ შეძენაში საკუთარი ვებსაიტების მეშვეობით;
მეორე მხრივ, Ryanair ნებას რთავს ავიაბილეთების შეძენისთვის გამოიყენონ ექსკლუზიურად GDS პლატფორმა, რაც ფასების, ხელმისაწვდომი სერვისების სპექტრისა და ავიაბილეთების გაყიდვის შემდგომი მენეჯმენტის კუთხით მნიშვნელოვნად ნაკლებად ხელსაყრელი პირობებს სთავაზობს.