დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია Ryanair-ს, თვითმფრინავების დეფიციტის გამო, ზამთრის განრიგის შეცვლა მოუწევს. უკვე ცნობილია, რომ შემცირება შეეხება იტალიას, ბელგიას, ირლანდიას, დიდ ბრიტანეთს, პორტუგალიასა და გერმანიას.
ზამთრის სანავიგაციო სეზონისთვის ავიაკომპანიას 27 ახალი Boeing-ი უნდა მიეღო, მაგრამ წარმოების შეფერხების გამო მხოლოდ 14 ხომალდის მიღება მოახერხა. ეს კი საკმარისი არ არის ყველა დაგეგმილი რეისის მოსამსახურებლად. ზოგიერთი აუცილებლად გაუქმდება. დაზარალებულ მგზავრებს ბილეთების თანხის დაბრუნებას ჰპირდებიან.
Ryanair-ის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ცდილობენ თვითმფრინავების მიღების პროცესი დააჩქარონ. ისინი იმედოვნებენ, რომ შეკვეთას ზაფხულის სანავიგაციო სეზონისთვის მიიღებენ.
ანალიტიკოსების თქმით, 2024 წლის ზაფხული ყველაზე დატვირთული იქნება საჰაერო მოგზაურობის ისტორიაში. ბევრი ავიაკომპანია უკვე ემზადება ამისთვის: ისინი ახორციელებენ ფლოტის მოვლა-პატრონობას, უკვეთავენ ახალ თვითმფრინავებს და აფართოებენ განრიგს.