თანხის დაბრუნების კუთხით ავიაკომპანია Ryanair-ი ყველაზე “ცუდ ავიაკომპანიად” დასახელდა. ასეთი შედეგი კი კომპანია Which?-ის მიერ წარმოებული გამოკითხვის შედეგად დაიდო. გამოკითხვამ აჩვენა, რომ ყოველი 5 მგზავრიდან 4-ს გაუქმებული რეისების გამო, თანხის დაბრუნებაზე პრობლემები შეექმნა. ეს ადამიანები თანხის დაბრუნებას დღესაც ელიან.
Which?-მა გამოკითხვა დიდი ბრიტანეთში აწარმოა და მასში მონაწილეობა 1632 მგზავრმა მიიღო. კვლევის შედეგად ირკვევა, რომ მგზავრთა 84%-ს ავიაკომპანიამ თანხა არ დაუბრუნა.