დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair კორონავირუსთან (COVID19) დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. 

კომპანიის განცხადებით, ჯერჯერობით ავიაკომპანიებისთვის რჩევები არ შეცვლილა. შესაბამისად, Ryanair-ის ფრენები სრულდება ჩვეულებრივ ყველა წესისა და პირობის შესაბამისად.

“განვაგრძობთ სიტუაციის მონიტორინგს და მივყვებით ყველა საჯარო ჯანმრთელობის ინსტრუქციას, რომელიც გაიცემა” , – აცხადებს ავიაკომპანია.