დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია eayJet-ი, Ryanair-ის მსგავსად, ფრენებს ჯერ-ჯერობით არ ცვლის. 

ავიაკომპანია აცხადებს, რომ მისი მგზავრებისა და თანამშრომლების ჯანმრთელობა და კეთილდღეობა ყველაზე მთავარი პრიორიტეტია. 

eayJet-ი მგზავრებს არწმუნებს, რომ მათი არსებული პოლიტიკა და პროცედურები შეესაბამება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) და EASA- ს მიერ მითითებებს.

“ჩვენ მუდმივად ვართ კონტაქტში ხელისუფლებასთან და შევცვლით ჩვენს პროცედურებს, თუ და როცა ამის საჭიროება იქნება, თუ შეიცვლება მითითებები”, – აცხადებს ავიაკომპანია.

შესაბამისად, გამომდინარე იქიდან, რომ ამჟამად ავიაკომპანიების რჩევებში ცვლილებები არ არის, eayJet-ის ფრენები ნორმალურად და წესებისა და პირობების შესაბამისად ფუნქციონირებს, როგორც ბილეთებშია მითითებული.

მათ შორის, მიუხედავად იმისა, რომ იტალიის მთავრობის გადაწყვეტილებით, ვირუსიდან გამომდინარე, შემოწმება გამკაცრებულია, ავიაკომპანია იტალიის მიმართულებით ფრენებს ჩვეულებრივ აგრძელებს. 

ცვლილება რაც eayJet-ის მგზავრებს ექნებათ, ისაა, რომ იორდანიის მთავრობის გადაწყვეტილებით, ის ადამიანები, რომლებიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ იტალიაში, ჩინეთში, სამხეთ კორეასა და ირანში ქვეყანა მათ არ შეუშვებს.