დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair Group-ის ხელმძღვანელი მაიკლ ო ლირი განმარტავს, რომ ავიაკომპანია იმ ქვეყნებში აღარ განაახლებს ფრენებს, რომლის საავიაციო ხელისუფლებაც სოციალური დისტანციის დაცვის მოტივით შუა სავარძლის ბლოკირებას მოითხოვს.
“იმ შემთხვევაში თუ კი ეს ხელისუფლებები გადაიხდიან ცარიელი სავარძლისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში არ დავბრუნდებით. ჩვენ არ შეგვიძლია ფინანსების გამომუშავება 66%-იანი დატვირთულობის შემთხვევაში. ეს კიდეც, რომ გავაკეთოთ, თავისუფალი შუა სავარძელი სოციალური დისტანციის დაცვის წინაპირობა ვერ გახდება. ეს იდიოტური იდეაა, რომელიც არ უნდა განხორციელდეს”, აცხადებს ო ლირი.