Ryanair-ი ივლისიდან ყოველდღიურად 1000 ფრენა განახორციელებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, 10 ივნისიდან, მომხმარებელი ვინც იყიდის ბილეთს ივლისი-აგვისტოსთვის, შეძლებს უფასოდ გადაცვალოს ბილეთი და იმოგზაუროს 2020 წლის 31 დეკემბრამდე.

ეს მომხმარებლებს საშუალებას მისცემს მშვიდად დაგეგმოს ზაფხულის დასვენება, თუნდაც მომავალში სამოგზაურო გეგმის შეცვლა მოუწიოს.
„დასვენებისთვის პოპულარული ქვეყნები, როგორც იტალია, პორტუგალია და ესპანეთი საერთაშორისო ტურისტებისთვის იხსნება. ჩვენ მზად ვართ მგზავრებს ბორტზე 1-ელი ივლისიდან ვუმასპინძლოთ, როდესაც ყოველდღე 1000 ფრენა შესრულდება. ჩვენ გვინდა მომხმარებლებს მაქსიმალური მოქნილობა შევთავაზოთ და ფრენის შეცვლისას მათ არ მოუწევთ თანხის დამატება“, – აღნიშნა ავიაკომპანიის მარკეტინგის დირექტორმა დარა ბრეიდიმ.