ირლანდიურმა დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair-ი შესაძლოა იძულებული გახდეს ზამთრის განრიგს გადახედოს და ფრენების რაოდენობა შეამციროს. აღნიშნულის მიზეზი კი მცირე მოთხოვნაა, რაც თავის მხრივ COVID-19-ის პანდემიიდან და დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარეობს.
პანდემიის ფონზე ადამიანების გადაადგილებასთან დაკავშირებით, უწყვეტი ცვლილებები მთავრობის რეგულაციებში ძირს უთხრის მომხმარებელთა მზადყოფნას გააკეთონ დათქმები, – მიაჩნიათ ავიაკომპანიაში.
Ryanair-მა უკვე განაცხადა, რომ ოქტომბერში ფრენების რაოდენობას კიდევ 20%-ით შეამცირებს.
Ryanair-ი ვარაუდობს, რომ მიმდინარე წლის ოქტომბერში გასული წლის ოქტომბერთან შედარებით ფრენის დაახლოებით 40%-ს შეასრულებს.