ავიაკომპანია Ryanair-ს საეჭვო სამეცნიერო კვლევის გამო, ბრიტანეთში რეკლამის ჩვენება აუკრძალეს. ვიდეორგოლში ავიაკომპანია აცხადებდა, რომ მათ ყველაზე დაბალი ფასი და უმსხვილეს ავიაკომპანიებს შორის ყველაზე მცირე ემისიები აქვს.
სარეკლამო რგოლით Ryanair-ი აცხადებდა, რომ მისი გამონაბოლქვი “ყველაზე დაბალია, ვიდრე სხვა მსხვილი ავიაკომპანიის შემთხვევაში”. ამის მიზეზად ავიაკომპანია ახალ საჰაერო ხომალდებს, ახალ ძრავებს და საწვავის ნაკლებ დანაკარგებს ასახელებს
2019 წელს კი ავიაკომპანია ევროპულ კომპანიებს შორის იმ TOP-10-ში იყო, რომელებიც ყველაზე მეტი С02-თი ხასიათდებოდნენ. აღსანიშნავია, რომ ამ ათეულიდან ცხრა ნახშირის ელექტროსადგური იყო.
როდესაც Ryanair-მა რეკლამა წარადგინა, ბრიტანული ASA-ს (სარეკლამო სტანდარტების ოფისი) ექსპერტებმა შენიშნეს, რომ ერთ-ერთი გრაფიკი 2011 წლის მაჩვენებლებს ასახავდა და ასევე ისიც, რომ Ryanair-ის “კვლევაში” არ იყო არც ერთი ცნობილი ავიაკომპანია, რაც ავის მხრივ ეჭვქვეშ აყენებდა სიტყვებს “ვიდრე სხვა მსხვილი ავიაკომპანიის შემთხვევაში”.
ამ ფონზე, ASA-მ Ryanair-ს ეკოლოგიურობის დადასტურება მოსთხოვა, რათა ავიაკომპანიის სიმართლეში დარწმუნებულიყო.
Ryanair-ი აღნიშნული ვიდეოს ჩვენებას 5 თვის განმავლობაში ისევ აგრძელებდა. კომპანია ASA-ს ექსპერტებს არ ეთანხმება, თუმცა მზადაა ბრიტანელი ჩინოვნიკების გადაწყვეტილებას დაემორჩილოს და საჭიროების შემთხვევაში ბრიტანული ბაზრიდან რეკლამა ამოიღოს.