ირლანდიურმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Ryanair-მა ზამთრის პერიოდისთვის ბერლინის მიმართულებით ფრენების რაოდენობა შეამცირა. ამის შესახებ გაზეთი Berliner Zeitung-ი წერს.
Ryanair-ის ცნობით, კომპანია 40%-ით ამცირებს ყოველკვირეულ ფრენებს BER აეროპორტის მიმართულებით 2019 წლის ზამთრის გრაფიკთან შედარებით.
„ბერლინის აეროპორტის მაღალი ხარჯები ჩვენთვის უფრო მიმზიდველს ხდის ჩვენი თვითმფრინავების ფრენებს გერმანიისა და ევროპის სხვა ნაწილებში იაფი ალტერნატივებით“, – თქვა Ryanair-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკლ ო’ლირიმ.
ირლანდიური ავიაკომპანიის ხელმძღვანელმა გერმანიის ფედერალურ მთავრობას სთხოვა შეამციროს გადასახადები აეროპორტში, რათა „დაეხმაროს გერმანიაში საჰაერო მოგზაურობის, ტურიზმისა და სამუშაო ადგილების აღდგენას“.
კიდევ ერთმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიამ, Easyjet-მა ჯერ კიდევ გაზაფხულზე გამოაცხადა, რომ ზამთარში მნიშვნელოვნად შეამცირებს ფლოტს და პერსონალს ბერლინის აეროპორტში. კომპანია გეგმავს 18 თვითმფრინავიდან 11 ბერლინიდან სხვა აეროპორტებში გადაიტანოს, ხოლო 200 თანამშრომელი დაითხოვოს.