კატარული ავიაკომპანია Qatar Airways-ი 2022 წლის FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატის წინ მინიმუმ 10000 ადამიანის დაქირავებას გეგმავს. ეს კი ავიაკომპანიას საშუალებას მისცემს გაზრდილ მგზავრთნაკადს გაუმკლავდეს და დაუბრუნდეს სრულფასოვან სამუშაოს პანდემიის შემდეგ.

ამრიგად, ავიაკომპანიის თანამშრომელთა რაოდენობა 55 000 ადამიანამდე გაიზრდება. უკვე ისეთ ქვეყნებში, როგორიც არის ფილიპინები, ინდოეთი და სხვა, Qatar Airways-ში სხვადასხვა სახით თანამშრომელთა დაქირავების ღონისძიებები უკვე იმართება.

გარდა ამისა, ავიაკომპანია გეგმავს განრიგის 70%-ის კორექტირებას, რათა შეესაბამებოდეს დოჰაში დამატებითი ფრენების მოთხოვნას, რათა ხელი შეუწყოს ტურნირის ფანების გადაადგილებას.