ავიაციაში “პარტიზანებს” ჩვეულებრივ უწოდებენ კერძო თვითმფრინავების მფლობელებს, რომლებიც არალეგალურად მიფრინავდნენ, ნებართვის გარეშე, იმ იმედით, რომ მათ არ შეამჩნევენ და არ დაისჯებიან – ეს ყველაფერი კი იმიტომ ხდება, რომ რუსეთში ავიაციის სფეროში ყველაფერი ძლიერ ბიუროკრატიზებულია და დოკუმენტების მოპოვება რთული, დიდ დროსთან და მაღალ ფასთანაა დაკავშირებული.
გასულ კვირას, თითქმის ყველა ძირითადი ავიაკომპანია, რომლებიც უცხოური წარმოების თვითმფრინავების Airbus-ის, Boeing-ის, Embraer-ის და ა.შ, ექსპლუატანტები არიან “პარტიზანი” გახდა.
ფაქტია, რომ თითქმის 700 საჰაერო ხომალდს – და ეს არის რუსული ავიაგადამზიდავების მთელი ფლოტის დაახლოებით 70%-ა და ადგილების ტევადობის თითქმის 90%-ი – ჰქონდა ბერმუდის რეგისტრაცია (VP-B **, VQ-B **).
შესაბამისად, ბერმუდის საავიაციო ხელისუფლებამ ამ თვითმფრინავებს საჰაერო ხომალდის ვარგისობის სერტიფიკატი გაუუქმა – ეს არის დაახლოებით ტექნიკური ინსპექტირების ბილეთი, რომლის გარეშეც არ შეიძლება ფრენა.
თუმცა, ახლა ბერმუდმა ომის გამოუცხადებლად რუსული თვითმფრინავებს საჰაერო ხომალდის ვარგისობის სერტიფიკატი გაუუქმა იმ მოტივით, რომ სანქციების გამო სათადარიგო ნაწილების, პროგრამული უზრუნველყოფისა და დოკუმენტაციის ოფიციალური მიწოდება ვერ მოხდა.
ამჟამად ეს თვითმფრინავები დაფრინავენ პარტიზანულ სტილში საჰაერო ხომალდის ვარგისობის სერტიფიკატის გარეშე და სასწრაფოდ გადაყავთ რუსეთის რეესტრში, რათა მასზე პასუსისმგებლობა რუსეთმა აიღოს.